ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!
ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება
ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე პასუხს ვამზადებთ

27.08.2024 ნახვები: 436

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან შეხვედრაზე უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის პასუხი განიხილა.

„დღე დავიწყე ხანგრძლივი საუბრით მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან: ვისაუბრეთ ამ სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაზე, ასევე რუსეთის მიმართ ჩვენს პასუხზე, რომელსაც ვამზადებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე ისაუბრეს F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაზე და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე.

„ვაგრძელებთ ჩვენს ქმედებებს გარკვეულ ტერიტორიებზე ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინას სჭირდება. ამ დღეებში გვაქვს მეტი კონტროლი, გაცვლითი ფონდის მორიგი შევსება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, განიხილეს სიტუაცია სხვა ფრონტებზეც, მათ შორის პოკროვსკის მიმართულებაზე, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერის თქმით, მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა