ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა

ნახვები: 451 ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელისეის სასახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა და ხვალ, 27 აგვისტოს პარტიებთან ახალ კონსულტაციებს დაიწყებს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ინსტიტუციური სტაბილურობის“ სახელით „ახალი სახალხო ფრონტის“ პრემიერ-მინისტრის დანიშვნას გამორიცხავს.

„ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა არ იყოს ბლოკირებული ან დასუსტებული. მმართველმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაივიწყონ ის გამონაკლისი გარემოებები, რომლითაც მათი დეპუტატები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მემარცხენე ბლოკს „სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი - მესამეზე. ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არცერთ პარტიულ ჯგუფს არ აქვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა