ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თამარ კორძაია - ერთი გაფერადებით ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მომავალს, უარს ვეტყვით რუსეთს და გავიმარჯვებთ სახელოვნად

ნახვები: 509 თამარ კორძაია - ერთი გაფერადებით ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მომავალს, უარს ვეტყვით რუსეთს და გავიმარჯვებთ სახელოვნად

ზუსტად ორი თვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს კეთილდღეობას ევროპაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ვასო გოძიაშვილის პარკში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება 26 ოქტომბერს უარს ეტყვის რუსეთს და გადაარჩენს საქართველოს მომავალს.

"ზუსტად ორი თვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს კეთილდღეობას ევროპაში. მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს უარს სიღატაკესა და იზოლაციაზე. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც მომავალი თაობა იცხოვრებს ევროპულ საქართველოში და მიიღებს ევროპულ განათლებას, ექნება მომავლის იმედი. ზუსტად 26 ოქტომბერს ჩვენ ვეტყვით უარს რუსეთს და გავიმარჯვებთ სახელოვნად. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ვაწარმოებთ სამართლებრივ დავას საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ერთიანობით გავიმარჯვოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი კეთილდღეობა ევროკავშირში, ამიტომ, გელით 26 ოქტომბერს: ერთი გაფერადებით ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მომავალს!"- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა