ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დრო ამოიწურა, ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს

ნახვები: 499 თინა ბოკუჩავა - ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დრო ამოიწურა, ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დრო ამოიწურა, ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთიანდება, გავიმარჯვებთ სახელოვნად! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ვასო გოძიაშვილის პარკში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ აშშ-ში დემოკრატთა ყრილობაზე კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა შეაფასა და აღნიშნა, რომ "როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის „ლიდერშიპი“ ხაზს უსვამს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური არჩევანისკენ".

„26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში ან სიღატაკეს იზოლაციაში და მე ზუსტად ვიცი, რომ ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და ზუსტად ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები. ვირჩევთ ევროპულ განათლებას, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ინვესტიციებს ქვეყანაში - ეს არის ჩვენი არჩევანი და არა ბიძინა ივანიშვილის კლანური მმართველობა, სადაც ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს.

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გარდაუვალია საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას.

აშშ-ში ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც მოხდა დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ საქართველოს საერთაშორისო პოზიციები. ჩვენ შევხვდით სენატორებს, კონგრესმენებს, გუბერნატორებს და ყველა - რესპუბლიკური თუ დემოკრატიული პარტიების „ლიდერშიპი“ ამბობს, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური არჩევანი ერთი ხელის გაწვდენაზეა და სწორედ ჩვენზეა ამ პერსპექტივის რეალიზება 26 ოქტომბერს. ივანიშვილი შეშინებული, ვერშემდგარი დიქტატორია, რომელიც აკვარიუმით გადაადგილდება, რომელსაც ეშინია პუტინის, ეშინია დასავლეთის, მაგრამ ყველაზე მეტად ტრაგიკული ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ხალხის ეშინია. თავად დამფრთხალი ივანიშვილი ახლა ცდილობს, საზოგადოება დახლიჩოს, დათესოს დაპირისპირება, შიში და სწორედ ამ ყალბ შიშზე პარაზიტირებით, შემდეგ არჩევნებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დრო ამოიწურა. ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება და ნდობა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, უპერსპექტივობასა და სიღარიბეს იზოლაციაში. როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთიანდება. სწორედ ასე, ჩვენი ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს: გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა