ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!
ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება
ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს

რუსტემ უმეროვი - უკრაინა დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთისთვის პასუხს ამზადებს

26.08.2024 ნახვები: 514

უკრაინა ამზადებს პასუხს რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Facebook-ზე განაცხადა.

„რუსეთმა კვლავ დაარტყა ჩვენს ქალაქებს, დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები, დაინგრა სახლები, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა მინისტრმა.

უმეროვის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები და მტრის სამხედრო ობიექტებზე დარტყმაზე შეზღუდვების მოხსნა.

„უკრაინა ამზადებს პასუხებს“, - აღნიშნა უმეროვმა.

შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსების მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა