ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი დღევანდელ თავდასხმაზე - ამერიკას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და ჩვენს სხვა პარტნიორებს აქვთ ძალა, დაგვეხმარონ ამ ტერორის შეჩერებაში - გადამწყვეტი მოქმედების დროა

ნახვები: 533 ვოლოდიმირ ზელენსკი დღევანდელ თავდასხმაზე - ამერიკას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და ჩვენს სხვა პარტნიორებს აქვთ ძალა, დაგვეხმარონ ამ ტერორის შეჩერებაში - გადამწყვეტი მოქმედების დროა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და პარტნიორებს კიდევ ერთხელ სთხოვს, უკრაინის მიმართ დახმარება გაზარდონ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ძალისხმევა რუსეთის დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა - კომბინირებული დარტყმა, სხვადასხვა ტიპის ასზე მეტი რაკეტისა და Shahed-ის ტიპის ასამდე დრონის გამოყენებით. ეს იყო მზაკვრული დარტყმა, რომლის სამიზნეც კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ენერგეტიკის სექტორს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მაგრამ ელექტროენერგიის შეწყვეტის შედეგად დაზარალებულ ყველა ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ბევრად მეტის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი ადამიანების გადასარჩენად, უკრაინის F-16-ებთან და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად მისი ევროპელი მეზობლების ავიაციასაც რომ ემოქმედა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაიცვან ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ერთად ავიღეთ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებთან, რაკეტებთან დაკავშირებით და ამის მიღმა. ჩვენ საბოლოოდ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოსაგდებად. დღეს მათი სამიზნეები იყო ვოლინის, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ვინიცის, ხმელნიცკის და ტერნოპოლის ოლქები. უკრაინის მასშტაბით ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო სიცოცხლის დასაცავად, ჩვენს F-16-ებთან და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად ჩვენი ევროპელი მეზობლების ავიაციას რომ ემოქმედა. თუ ასეთი ერთობა ეფექტური აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთში, მან უნდა იმოქმედოს ევროპაშიც. სიცოცხლეს ყველგან ერთნაირი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის, რომ ომის სამართლიანად დასასრულებლად გადამწყვეტი ნაბიჯებია საჭირო.

„პუტინს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ იმ საზღვრებში, რასაც მას მსოფლიო უდგენს. სისუსტე და არაადეკვატური პასუხები იწვევს ტერორს. ყველა ლიდერმა, თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა იცის, რომ ამ ომის სამართლიანად დასასრულებლად გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო. უკრაინა არ შეიძლება იყოს შეზღუდული შორი-მანძილის შესაძლებლობებით, როდესაც ტერორისტებს ასეთი შეზღუდვები არ ემუქრებათ. ჩვენს დამცველებს არ შეიძლება ჰქონდეთ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვა, როდესაც რუსეთი მთელ არსენალს იყენებს, მათ შორის Shahed-ებს და ბალისტიკურ რაკეტებს ჩრდილოეთ კორეიდან. ამერიკას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და ჩვენს სხვა პარტნიორებს აქვთ ძალა, დაგვეხმარონ ამ ტერორის შეჩერებაში. გადამწყვეტი მოქმედების დროა“, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა