ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს

ნახვები: 527 მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიის კონფედერაციაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.

განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 2024 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდეს;

ვიქტორ დოლიძე ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას 2024 წლის 21 სექტემბერს დატოვებს;

რევაზ ლომინაძე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს დატოვებს;

ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 1-ელ ოქტომბერს გათავისუფლდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩებისა და წარმომადგენლების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი როტაციის ვადის ამოწურვა გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა