ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიული ალასანია - ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ არჩევნებს

ნახვები: 486 გიული ალასანია - ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ არჩევნებს

ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გავაგრძელებთ შენებას, - ამის შესახებ „საქართველოს უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა, გიული ალასანიამ ბათუმში, შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შენობა, სადაც განათლების ცენტრი უნდა ყოფილიყო, დღეს არის კაზინო.

„რამდენადაც მახსოვს, ბათუმი ჩაფიქრებული იყო, როგორც განათლების ცენტრი. მას შემდეგ წლები გავიდა და დღეს ვხედავთ აქ კაზინოს. მაგონდება, რომ წლების წინ ერთი ამერიკელი ქალბატონი იჯდა და უყურებდა ამ შენობას და ჩემმა მეგობარმა ჰკითხა: „რაო, მოგწონთ?" და მან უპასუხა: „მსგავსი სილამაზის შენობა მე არ მინახავს!“. სამწუხაროა, რომ ახლა ასეთ ცვლილებას ვუყურებთ, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ მომავალს, იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას, ისევ დავდგებით ფეხზე და გავაგრძელებთ შენებას“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა