ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

Ryanair გერმანიის მთავრობას ულტიმატუმს უყენებს

ნახვები: 506 Ryanair გერმანიის მთავრობას ულტიმატუმს უყენებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი და ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Ryanair აცხადებს, რომ 2025 წლის ზაფხულში გერმანიიდან გააუქმებს ფრენების მნიშვნელოვან ნაწილს (მათი ფრენების 10%-ს, 1 500 000 ადგილს) იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა საავიაციო გადასახადს არ შეამცირებს.

კომპანიის განცხადებით, იმ დროს, როცა ევროპის სხვა ქვეყნები გადასახადებს ამცირებენ ან საერთოდ აუქმებენ, გერმანიამ ახლახანს 24%-ით გაზარდა, რაც ევროკავშირში რიგით მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Ryanair, ასევე, ითხოვს, სასწრაფოდ შემცირდეს ATC-ის (საჰაერო მოძრაობის კონტროლის) მზარდი გადასახადი, რომელიც, მათი თქმით, 2019 წლის შემდეგ გაორმაგდა და გადაიდოს უსაფრთხოების საფასურის 50%-იანი ზრდა, რომელიც იანვარშია დაგეგმილი.

Ryanair-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს ასეთი მაღალი და მზარდი გადასახადები აზარალებს გერმანიის ტურიზმს, ეკონომიკასა და, პირველ რიგში, მოქალაქეებს. მათი თქმით, გადასახადების მატება Lufthansa-ს მონოპოლიის გაზრდას ემსახურება.

კომპანიამ გერმანიის მთავრობას ოფიციალურად უკვე მიმართა. მათი თქმით, მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში გერმანიაში ფრენებს შეამცირებენ და გადასახადების მხრივ იაფი ქვეყნებიდან - იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან გაზრდიან.

მათი თქმით, გერმანიამ პანდემიის შემდეგ საჰაერო მოგზაურობა მხოლოდ 82%-ით აღადგინა, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, დამატებით ფრენების გაუქმება კი ქვეყანას კიდევ მეტად დააზარალებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა