ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკში კონტროლი კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე დავაწესეთ

ნახვები: 515 ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკში კონტროლი კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე დავაწესეთ

უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე წინ მიიწევენ და მებრძოლებმა გაცვლითი ფონდის შევსებაც მოახერხეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში 1-დან 3 კილომეტრამდე, კონტროლი კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე დავაწესეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კვირას რუსები თავს დაესხნენ სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებს. მან კომენტარი გააკეთა განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზეც, რომელიც განხორციელდა კრამატორსკში მდებარე სასტუმროზე, სადაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.

„უკრაინის, ამერიკისა და ბრიტანეთის მოქალაქეები. ჩვეულებრივი ქალაქის სასტუმრო რუსულმა „ისკანდერმა“ გაანადგურა. აბსოლუტურად მიზანმიმართულად, გააზრებულად. დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა