ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პატრიოტიზმი არის ოქსიმორონი, როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი“

ნახვები: 552 პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პატრიოტიზმი არის ოქსიმორონი, როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი“

„ქართული ოცნების“ პატრიოტიზმი არის ოქსიმორონი. როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი“,-ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე აკრიტიკებენ დასავლელ პარტნიორებს, „მაშინ როდესაც ტუჩზე კოცნით ხვდებიან "ჰეზბოლას" და "ჰამასის" წარმომადგენლებს“. მანჯგალაძის განცხადებით, ვისაც "ჰეზბოლა" და ირანი უნდა მან ხმა უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას“, ხოლო ვისაც ევროპა და განვითარება სურს, ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას.

„შეიძლება ვიღაც ოცნებობს ჩვენს განადგურებაზე, მაგრამ ხალხი ერთიანია, რომ 26 ოქტომბერს რეჟიმი უნდა შევცვალოთ, რომელიც საქართველოს ეღობება ევროპულ გზაზე. "ქართული ოცნება" ბლოკავს საქართველოს შესაძლებლობებს, ბლოკავს ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას. თუ ვინმე უნდა ჩამოშორდეს საქართველოს, ივანიშვილის რეჟიმია.

საქართველოს მოქალაქეს ძალიან მარტივი არჩევანი აქვს. უფრო აშკარაა არჩევანი, სადაა სიმართლე. ეჭვი არ მეპარება, რომ 26 ოქტომბერს ხალხი მხარს დაუჭერს ერთიანობას საქართველოს დაყოფის და სიძულვილის წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ პატრიოტიზმი არის ოქსიმორონი. როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი“. ეს კარგად იცის საქართველოს მოქალაქემ. 26 ოქტომბერს ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ პენსიაზე.

ჩვენმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მიაქანებს ჩრდილოეთისკენ, რაც არ არის საქართველოს არჩევანი. ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე აკრიტიკებენ დასავლელ პარტნიორებს, მაშინ როდესაც ტუჩზე კოცნით ხვდებიან "ჰეზბოლას" და "ჰამასის" წარმომადგენლებს. მათ არ უნდათ ევროპა და ამერიკა. ვისაც "ჰეზბოლა" და ირანი უნდა, მან მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“, ხოლო ვისაც ევროპა და განვითარება სურს, ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა