ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს

ნახვები: 518 თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს, სადაც ისინი დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრნენ, სადაც დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად წარადგინა კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატად.”

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ კონგრესის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს დემოკრატ კონგრესმენებთან და სენატორებთან. პარტიის ლიდერებმა შეხვედრები გამართეს სენატორ კრის მერფთან, სენატორ კრის კუნსთან, კონგრესმენებთან - ჯერი კონოლსთან, გრეგორი მიქსთან, დილ ფილიფსთან, „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელთან და სხვა დემოკრატ ლიდერებთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ასევე NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მოწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქალი ლიდერები ამერიკიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც პარტიის ლიდერები შეხვდნენ კონგრესმენებს, სენატორებს და დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, „დღეს, დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად წარადგინა კამალა ჰარისი საპრეზიდენტო კანდიდატად, სწორედ აქ, ჩიკაგოში. ჩვენთვის ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, რადგან შევხვდით ძალიან ბევრ კონგრესმენს, სენატორს დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს.

„ყველას ძალიან კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები როგორც შესაძლებლობა, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროატლანტიკური არჩევანი და აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-თან, აღვადგინოთ პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, რაც საქართველოსთვის უამრავ სიკეთეს მოიტანს, როგორც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, ამერიკული ინვესტიციები, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ამ ყველაფრის შესაძლებლობა არის სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს პროდასავლურ არჩევანს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა