აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit
War update: 159 battles on front lines; 36 enemy assaults repelled in Pokrovsk sector
Defense forces strike oil facilities in Samara and Nizhny Novgorod regions
Russian military loses another 1,100 troops and 58 artillery systems in war against Ukraine
Tochytskyi: Ukraine expects more countries to join Special Tribunal agreement soon
Spain provides Ukraine with 100 VAMTAC armored vehicles and artillery shells
Due to aircraft shortage, Russia returns worn-out equipment to service — intelligence

ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში და ეს უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი - გახარია ალიანსშია კრიმინალურ ძალასთან

23.08.2024 ნახვები: 462

„ლელო“ პირდაპირ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში და ეს უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი. გახარია, რომელსაც „ნაცმოძრაობასთან“ კოალიცია აქვს შექმნილი ოთხს მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ ძალასთან - ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ ვის გულისხმობს ე.წ. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, პრემიერმა განმარტა, რომ რეალურად, სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც აქვთ.

„რეალურად, სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის დამატებით რამდენიმე პარტია, ერთად გადიან ამ არჩევნებში. ასევე, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება „ახალი“, „გირჩი“, „დროა“. ყველა ამ პოლიტიკოსს, ლიდერს, წარსული დაკავშირებული აქვს „ნაცმოძრაობასთან“ და ყველა ამ პოლიტიკოსს აქვს აწმყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“. ასევე, მოგეხსენებათ, არის ასეთი გაერთიანება - „ლელო“, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში და ეს უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი. “ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან ერთად პირდაპირ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები ჩართული იყვნენ ბიზნესის რეკეტში, რაზეც ასევე უნდა აღსრულდეს სამართალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, „კონსტანტას“, „მაგნატის“, „ელიტ-ელექტრონიქსის“ საქმეებთან დაკავშირებული ბრალდებები და ა.შ. პირდაპირ ღამე ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება და სესხის ხელოვნურად აღება ბანკების მეშვეობით. გახარია, რომელსაც „ნაცმოძრაობასთან“ კოალიცია აქვს შექმნილი ოთხს მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ ძალასთან - ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ინსტანციები“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერი არ გამორიცხავს, რომ სარჩელის მომზადების შემთხვევაში, ყველა აღნიშნულ პოლიტიკურ ძალებზე მიუთითონ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა იყოს. მარტო საკონსტიტუციოზე არ ვსაუბრობთ, შეიძლება პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, რაზეც ჩვენ საჩივარი შეიძლება მოვამზადოთ, შეიძლება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში აღიძრას შესაბამისი პროცესი, რეალურად ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა,კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც სამართლებრივადაც მტკიცდება. როდესაც გახარია და „ნაცმოძრაობა“ ოთხ მუნიციპალიტეტში პოლიციას ერთად ქმნიან აქ, სამართლებრივად დასტურდება, რომ ისინი რეალურად ერთ საქმეს აკეთებენ და ერთ საქმეს ემსახურებიან. ამიტომ, სამართლებრივი საჩივარი, თუ სარჩელი სათანადოდ დასაბუთებული იქნება და დამტკიცდება ის, რომ კონკრეტული ძალები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ერთად ემსახურება დანაშაულებრივ საქმეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლო ცალკე იღებს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვაზე, ასევე მანდატების გაუქმებაზეც.

„ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი, თუმცა მე ვფიქრობ, თუ საქმე ეხება სარჩელს პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების შეწყვეტაც. როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობა’ გამოაცხადო ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალად და მაგალითად მანდატი დარჩეს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, რომელიც თავად იყო კონკრეტულ დანაშაულებში შემჩნეული. ეს იქნებოდა ალოგიკური, თუმცა ეს არის სამართლებრივი პროცესი. ჩვენ მთავარია,რომ მოვამზადებთ შესაბამის სარჩელებს, საჩივრებს, ვიმუშავებთ თუნდაც საპარლამენტო ფორმატში და ამ ყველაფრის საფუძველზე, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გასამართლდეს აგენტურა ამ ქვეყანაში, რომელმაც უამრავი უბედურება მოუტანა საქართველოს,მათ შორის დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20%, დროებით დაკარგა, თუმცა ეს მათ დანაშაულს არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა