ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

კამალა ჰარისი - მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას - ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებასაც დაიცვას საკუთარი თავი

ნახვები: 523 კამალა ჰარისი - მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას - ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებასაც დაიცვას საკუთარი თავი

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას.

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ჰარისმა აღნიშნა, რომ ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ გაეფრთხილებინა.

„ხელი შევუწყვე გლობალური პასუხის - 50-ზე მეტი ქვეყნის - მობილიზებას პუტინის აგრესიისგან დასაცავად და როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას და ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს“, - აღნიშნა ჰარისმა.

მან ღაზას სექტორში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რადგან ახლა არის დრო, რომ მოხდეს მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი. იმიტომ, რომ ისრაელის მოსახლეობა აღარასოდეს უნდა აღმოჩნდეს იმ საშინელების წინაშე, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გამოიწვია“, - აღნიშნა ჰარისმა.

ამასთან, მისი თქმით, დამანგრეველია ის, რაც ბოლო 10 თვის განმავლობაში ღაზაში მოხდა.

„რამდენი უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგა. სასოწარკვეთილი, მშიერი ადამიანები, რომლებიც გარბიან უსაფრთხოებისთვის. ტანჯვის მასშტაბები გულსატკენია. პრეზიდენტი ბაიდენი და მე ვმუშაობთ ამ ომის დასასრულებლად ისე, რომ ისრაელი იყოს დაცული, მძევლები გაათავისუფლონ, დასრულდეს ტანჯვა ღაზაში და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს, ისარგებლოს ღირსების უფლებით, უსაფრთხოებით და თავისუფლებით“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა