ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 513 ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, რომლებიც ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იმყოფებიან“, - აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის ბელარუსის ციხეებში 1300-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება.

„ბელარუსში 1300-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი, იჰარ ლოსიკი, მარია კალესნიკავა, მიკალაი სტატკევიჩი, მაქსიმ ზნაკი და ვიქტარ ბაბარიკა, რომლებსაც 18 თვეზე მეტია უარს ეუბნებოდნენ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია პიტერ სტანოს განცხადებაში.

მისი თქმით, ევროკავშირი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბელარუსში რამდენიმე პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. პიტერ სტანო ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთ გათავისუფლებულს ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა პატიმარი ადეკვატური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 30 ადამიანის შეწყალების შესახებ, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. შეწყალებულთა შორის არიან მძიმე ავადმყოფები და პენსიონერები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა