ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გამოცდილება

ნახვები: 514 თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გამოცდილება

„თიბისი კონცეპტი“ მულტიფუნქციური სივრცის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარჯანიშვილის ისტორიულ უბანში მდებარე „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის როგორიცაა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისთვის, პერსონალური საბანკო მომსახურება, კაფე და შიდა ეზო, მრავალფეროვანი და გამორჩეული კერძებით, ქართული და საერთაშორისო პრემიმუმ ბრენდების კოლექცია, ბიბლიოთეკა, და ასევე, საგამოფენო და ღონისძიებების სივრცეები.

„ატრიუმი

ატრიუმში შესაძლებელია დაჯავშნოთ როგორც სამუშაო მაგიდა საერთო სივრცეში, ასევე ისარგებლოთ ინდივიდუალური შეხვედრების ოთახით.

საერთო სამუშაო სივრცე და შეხვედრების ოთახები

სამუშაო სივრცე აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობისთვის.

„თიბისი კონცეპტის“ მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ დაჯავშნონ თვეში ოთხი ვიზიტი სამუშაო სივრცესა და შეხვედრის ოთახებში. ყველა დამატებით ვიზიტზე, კი „თიბისი კონცეპტის“ ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

კაფე და შიდა ეზო

აქ სტუმრებს დახვდება მრავალფეროვანი განახლებული მენიუ, რომელიც შექმნილია All day dining-ის კონცეფციით, რომელიც უამრავ საინტერესო კერძს სთავაზობს.

კაფეში „თიბისი კონცეპტის“ ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 15% უკან დაუბრუნდებათ.

საგამოფენო სივრცეები

„თიბისი კონცეპტის“ სივრცე მუდმივად მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ქმნის გამდიდრებულ ატმოსფეროს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჩაეფლონ თანამედროვე ხელოვნების სამყაროში, ისეთი ექსპონატებით, რომლებიც აჩვენებენ ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრებს, ყოველთვის არის რაღაც ახალი და შთამაგონებელი შესასწავლად.

ამჟამად 15 სექტემბრის ჩათვლით, ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, „იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?”

კოლექცია

კოლექცია მოიცავს ქართული და საერთაშორისო პრემიუმ ბრენდის საკოლექციო ნივთების ფართო არჩევანს.

კოლექციაში „თიბისი კონცეპტის“ ბარათით გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე, თანხის 15% უკან დაგიბრუნდებათ.

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის სივრცეში აღმოაჩენთ თქვენს ინტერესის სფეროზე მორგებულ არაერთ წიგნს ბიზნესის, ხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით.

„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, მოერგოს მომხმარებლის ინტერესებსა და ღირებულებებს, შეუქმნას კომფორტული და სასიამოვნო როგორც სამუშაო, ასევე, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა.

მისამართი: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა