ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

უნგრეთი აცხადებს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივ ბილეთებს გადასცემს

ნახვები: 494 უნგრეთი აცხადებს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივ ბილეთებს გადასცემს

უნგრეთი მზად არის მიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთები გადასცეს, - Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიასმა განაცხადა.

მან, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გააკრიტიკა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უნგრეთს, ბლოკის თავშესაფრის წესების მუდმივი დარღვევისთვის, 200 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთმა უნდა გადაიხადოს დამატებით 1 მილიონი ევრო დღეში მანამ, სანამ ის თავის პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.

„ბრიუსელს სურს, ნებისმიერ ფასად გვაიძულოს მიგრანტების შემოშვება“, - აღნიშნა გერგელი გულიასმა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირი გააგრძელებს უნგრეთისთვის რეგულაციების თავს მოხვევას, რომელიც შეუძლებელს ხდის მიგრანტების საზღვარზე დაკავებას, მისი ქვეყანა ყველა მიგრანტს ბრიუსელში უფასო ტრანსპორტს შესთავაზებს.

„უნგრეთს არ სურს ამ დღიური ჯარიმის განუსაზღვრელი ვადით გადახდა, ამიტომ ჩვენ ადამიანებს შესვლის საშუალებას მივცემთ, თუკი მათ სურთ და შევთავაზებთ ცალმხრივ ბილეთს ბრიუსელამდე. თუ ბრიუსელს სურს მიგრანტები, შეუძლია ჰყავდეს“, - აღნიშნა გერგელი გულიასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა