ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ნინო წილოსანი - გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით

ნახვები: 528 ნინო წილოსანი - გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით

გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით. რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ ან რაზე დაწყდათ გული? - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმაჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომების გამოყენებას შეეხებოდა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი სამიზნეა საქართველოში, მათთვის კი N1 ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს.

“ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან რჩება ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების გარანტად. რა თქმა უნდა, არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტების მხრიდან თავდასხმების ობიექტია არა მხოლოდ კრიტიკის თვალსაზრისით, არამედ სამწუხაროა, რომ უკვე დიდი რისკია მასზე ფიზიკური თავდასხმის და სხვადასხვა საშიშროების მიმართულებით. ეს კარგად დაგვანახა მათ შორის საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და პოლიტიკოსებზე იმ თავდასხმებმა, რისი დიდი შესაძლებლობაც არსებობს, რომ საქართველოშიც განმეორდეს გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილიმათი ნომერ პირველი სამიზნეა, ხოლო ჩვენთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს”, - აღნიშნა წილოსანმა.

ამავე თემაზე საუბრისას, წილოსანმა განმარტა, რომ რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების სპეციალური ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო.

“რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების სპეციალური ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო. გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით. რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ, ან რაზე დაწყდათ გული?”, - განაცხადა ნინო წილოსანმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა