ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯოზეფ ბორელი - უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის ნარატივისთვის

ნახვები: 500 ჯოზეფ ბორელი - უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის ნარატივისთვის

უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნარატივისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩართული რუსეთის სამხედრო ძალების მიმართ შეზღუდვების მოხსნას და მათ წინააღმდეგ შესაძლებლობების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოყენებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება: გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, რათა განადგურდეს რუსეთის თავშესაფარი, რომელსაც უკრაინაზე თავდასხმებისთვის, ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვისთვის იყენებენ, გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს და შეამცირებს ნგრევას უკრაინაში, ხელს შეუწყობს მშვიდობის მცდელობებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას განვუცხადე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას ბრიუსელში და მსჯელობას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან მომავალ კვირას, რათა წინ წავწიოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხი“,- წერს ბორელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა