დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს - დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის
ემანუელ მაკრონი - ჰორმუზის სრუტის გახსნას სწორი მიმართულებით მივყავართ
კაია კალასი - ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს
ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!
ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება
ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა

მამუკა ხაზარაძე - მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს

22.08.2024 ნახვები: 419

ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებას, - ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილი შეშინებული ჩანდა სცენაზე, რომელიც „ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრებოდა ხალხს“.

“ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებას! - რუსეთის, სადაც ასე გულამოვარდნილი მიგვაქანებს ბიძინა თავისი რუსული ოცნებით.

დიახ, უარი უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე და გავერთიანდეთ იმ თავისუფალ სამყაროსთან, რომელსაც ქართველი ერი ისტორიულად მიეკუთვნება. იქ, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოება, აწმყოც და მომავალიც. სადაც ყველას გავაცნობთ ვინ ვართ და რანი ვართ სინამდვილეში, თუ რამხელა კონტრიბუცია შეუძლია ჩვენს ერს მსოფლიო თანამეგობრობაში.

ევროპაა ჩვენი არჩევანი და არა ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც ძმები და დები დაგვიხოცა და ტერიტორიები მიითვისა! მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს. ასეთი სამარცხვინო და კაპიტულანტური ხელისუფალი არასდროს ჰყოლია ჩვენს ქვეყანას!

 

26 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, სადაც რუსულ ხელისუფლებას გავუშვებთ იქ, სადაც მათ ელოდებიან, თავიანთ პატრონებთან!

ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!

ძლიერია საქართველო!”,- წერს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა