ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმას პალესტინური პარტია „ფატაჰის“ წევრი ემსხვერპლა

ნახვები: 492 ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმას პალესტინური პარტია „ფატაჰის“ წევრი ემსხვერპლა

ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმას პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ წევრი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სანაპირო ქალაქ სიდონში დრონით განხორციელებული დარტყმისას მოკლული ხალილ მაკდაჰი, „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა, რომელსაც ისრაელი „ჰეზბოლასა“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და სპეცსამსახურების ინფორმაციით, ძმები ლიბანიდან იყვნენ ჩართულები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ბაზირებული ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ფულისა და იარაღის მიწოდებაში.

დღესვე დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ კაცრინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა