ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

სამშობიაროების ნაწილი შესაძლოა, გარკვეული რეგულაციებისგან გათავისუფლდეს

ნახვები: 533 სამშობიაროების ნაწილი შესაძლოა, გარკვეული რეგულაციებისგან გათავისუფლდეს

სამშობიარო დაწესებულებების ნაწილი, შესაძლოა, დროებით სექტორში მოქმედი გარკვეული რეგულაციისგან გათავისუფლდეს, - აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრს მიეცა უფლებამოსილება, ამგვარი ნაბიჯი სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გადადგას, გარკვეული დათქმით, ამ გადაწყვეტილებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს მომსახურების ხარისხზე. ბრძანება 2024 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაათავისუფლოს დაწესებულება ამ ბრძანებით დადგენილი ცალკეული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, და დაწესებულებას მისცეს გონივრული ვადა ამ მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდება, თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მოთხოვნის/მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას “ - აღნიშნულია ბრძანებაში.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა