ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ნახვები: 481 პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინათ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ და დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობისა და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხების გადახდა მოსთხოვეს.

„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთების დაზიანების და განადგურების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობისა და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხების გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს და გაუნადგურეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურება ჯგუფურად, და ცეცხლის წაკიდებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა