ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის გასაკვირი არ არის

ნახვები: 466 ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის გასაკვირი არ არის

სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას უკრაინის საკითხზე პირველ გლობალურ სამიტში, ღონისძიებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ირაკლი კობახიძე რომ მიეწვია.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას გაიხსენა მისი და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

„სალომე ზურაბიშვილიც, სამწუხაროდ, არის იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული(უკრაინელი) მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა