ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია, ლუკაშენკო თავისი განცხადებებით სიტუაციას ამძაფრებს

ნახვები: 515 უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია, ლუკაშენკო თავისი განცხადებებით სიტუაციას ამძაფრებს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან ბელარუსული ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობის ზრდა არ შეუნიშნავს.

ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უწყების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ანდრეი დემჩენკომ განუცხადა.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი იძულებული იყო, უკრაინის საზღვართან თავისი არმიის თითქმის მესამედი გადაეყვანა. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ლუკაშენკო თავისი განცხადებებით გარემოს ამძაფრებს.

„ბელარუსის რესპუბლიკასთან საზღვარზე არსებული სიტუაცია უცვლელია. როგორც ვხედავთ, ლუკაშენკოს რიტორიკა ასევე არ იცვლება, მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას ტერორისტი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ ჩვენს საზღვართან ბელარუსის დანაყოფების პირადი შემადგენლობის ან ტექნიკის რაოდენობის ზრდას“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა