ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

„ალ-ჯაზირას“ ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 25 ადამიანი ემსხვერპლა

ნახვები: 505 „ალ-ჯაზირას“ ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 25 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის დაბომბვას ღაზის სექტორში ერთი ოჯახის რვა წევრი ემსხვერპლა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ისრაელმა საცხოვრებელი სახლი დერ ელ-ბალაჰში დილით ადრე დაბომბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის ავიაიერიშს ხან იუნისში. მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ჯაბალიას დევნილთა ბანაკშიც.

ისრაელის არმია აგრძელებს ოპერაციას ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰშიც. გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად არაბულ ანკლავში 25 ადამიანი დაიღუპა, 72 კი დაშავდა.

7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს, თუმცა პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია, რადგან, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი დაბომბვისგან განადგურებული შენობების ნანგრევებშია მოყოლილი.

არაბულ ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, დღეს ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა