ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გერმანიაში უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ შეამციროს კიევისთვის სამხედრო დახმარება

ნახვები: 498 გერმანიაში უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ შეამციროს კიევისთვის სამხედრო დახმარება

გერმანიაში უკრაინის ელჩი ოლექსი მაკეევი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ შეამციროს კიევისთვის სამხედრო დახმარება. უკრაინელი დიპლომატის თქმით, ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია გერმანიის პოლიტიკურ ნებაზე, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერაში მოწინავე როლის შესრულება.

„ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის მთავრობა იპოვის ამ წელს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი საერთო საჭიროებების დაფინანსების გზებს და ბუნდესტაგი მტკიცედ, მკაფიოდ იტყვის თავის სიტყვას 2025 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით“, – განუცხადა ლექსი მაკეევმა გერმანულ გამოცემა „ბილდს“.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში გერმანიის ხარჯები გაცილებით მაღალი იქნება.

მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერებას გეგმავს. ეს უკავშირდება გერმანიის მმართველი კოალიციის გეგმას, შეამციროს ხარჯები. გავრცელებული ცნობებით, ბიუჯეტის ნაცვლად, გერმანიის მთავრობა აპირებს, რომ უკრაინას დახმარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან გამოუყოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა