ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიორგი ვაშაძე - უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვექნება აშშ-ში - ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკასთან

ნახვები: 525 გიორგი ვაშაძე - უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვექნება აშშ-ში - ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკასთან

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, რამდენიმე დღიანი ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, "დემოკრატიული პარტიის" ყრილობაზე გაემგზავრნენ, სადაც კამალა ჰარისს, როგორც "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატს, ოფიციალურად წარადგენენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ვიზიტის ამოცანა აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

"უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომელიც გვექნება აშშ-ში. ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკასთან. დავესწრებით კამალა ჰარისის წარდგენას.

დავესწრებით დემოკრატების დიდ შეკრებას, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი ობამა, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი და რაც მთავარია იქნება ძალიან ბევრი ამერიკელი ინვესტორი, რომელიც ჩვენ გვჭირდება საქართველოში იმისთვის, რომ მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შევქმნათ.

ასევე მოვიტანოთ ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამ მიზნით მივდივართ, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის.

მოვემზედოთ იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს, რომ ვიცხოვროთ ნორმალურად და გავაღრმაოთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან",- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა