ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ლევან ბეჟაშვილი - კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან ის არც წასულა. რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად

ნახვები: 526 ლევან ბეჟაშვილი - კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან ის არც წასულა. რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად

კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან ის არც წასულა. რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, საუბარია კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნაზე წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს.

„ერთიანობის პოლიტიკური კოალიცია აგრძელებს სხვადასხვა პარტიებთან და საზოგადო მოღვაწეებთან კონსულტაციას იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების მთავარი დაკვეთის აღსრულება, მოხდეს პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ერთიანობის ჩამოყალიბება, იმისათვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ამ მიზნით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ევროპულ საქართველოსთანაც”, სხვა პარტიებთან, სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოოდ დიდი ერთიანობის შექმნამდე. ბუნებრივია, ხვალ იქნება დაგეგმილი პარტიის ყრილობა და პარტიის ყრილობაზე გაჟღერდება ის კონკრეტული გადაწყვეტილებები და შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის მოლაპარაკებების ხარჯზე მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიებთან და, მათ შორის, „ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით, ხვალ გაჟღერდება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მოლაპარაკებების სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიმაჩნია კონკრეტული პარტიების დასახელება, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობდა მანამდეც, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მათ შორის მნიშვნელოვანია საზოგადო მოღვაწეებთან, ცალკეულ ლიდერებთან კონსულტაციები, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.

უნდა დავაზუსტოთ, რომ კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, იმიტომ რომ კობა ნაყოფია პარტიიდან არც წასულა. ის რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად. შესაბამისად, საუბარი არის კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნა წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს. ის იქნება პარტიის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ექნება კონკრეტული მიმართულება, რომელიც გაითვალისწინებს პარტიაში ახალი საზოგადო მოღვაწეების და პოლიტიკაში შემოსვლის სურვილის მქონე პირებისთვის პლატფორმის შექმნას. ამ მხრივ მოლაპარაკებებს ის აწარმოებს და კომიტეტის წევრებსაც დანიშნავს პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ეს პოზიცია წესდებაში იქნება ასახული. პარტიის ყრილობა დაამტკიცებს ამ წესდებაში ცვლილებებს და მის არჩევასაც მოახდენს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა