ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თინა ბოკუჩავა - განვიხილეთ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გაფართოება და ყრილობის მოწვევა, სადაც ავირჩევთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურადაც სააკაშვილმა კობა ნაყოფია წარმოადგინა

ნახვები: 511 თინა ბოკუჩავა - განვიხილეთ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გაფართოება და ყრილობის მოწვევა, სადაც ავირჩევთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურადაც სააკაშვილმა კობა ნაყოფია წარმოადგინა

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხებოდა ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია - პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე ასევე განხილული იყო „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოებისა და კოალიციური პარტნიორის დამატების საკითხი.

„პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი ეხება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოებას და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში, ხოლო მეორე ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია - პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი და ადამიანი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება. ჩვენ ორივე საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ, ხოლო უახლოეს დღეებში იქნება ღონისძიება, რომელზეც ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე საკითხზე", - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა