ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

სალომე სამადაშვილი - „ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია

ნახვები: 514 სალომე სამადაშვილი - „ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია

მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ დელეგატთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს ფეოდალები“ არიან ისინი, ვინც ხელისუფლების ცვლილების დროს, მათ რიგებს პირველები ტოვებენ ხოლმე.

„ყველასთვის გასაგებია ახლა რაც ხდება. „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია, არჩევნებს აგებენ. მაჟორიტარული სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ მათ დანიშნეს და სიაში ადგილებს დაჰპირდნენ იმ ფეოდალებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ. ამით აიძულებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა დაშინებაში, მოსყიდვაში და სხვა აქტივობებში. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ძალიან ცუდად დასრულდება.

მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ეს ფეოდალები პირველები არიან, რომლებიც მერე ხელისუფლების რიგებს ტოვებენ ხოლმე, მისი ცვლილების დროს. ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა