ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიორგი ვაშაძე - თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი!

ნახვები: 460 გიორგი ვაშაძე - თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი!

თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! - „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ, - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე Meta-ს გადაწყვეტილებას, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელების წაშლას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში რეალური პრობლემების მოგვარების მაგივრად, რუსეთის მხარდაჭერით საქართველოში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ, მთავრობა რომელიც დასაქმებაზე, ფასების დაწევაზე, ემიგრაციისა და შობადობის უმძიმეს პრობლემაზე უნდა ზრუნავდეს, თურმე რით არის დაკავებული. გუშინ 76 „ფეისბუქ“ ანგარიში, 30 „ფეისბუქ“ გვერდი და 11 „ინსტაგრამ“ ანგარიში წაიშალა, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა, „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად. ანუ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მხარდასაჭერად რუსეთში შექმნილია მთელი სისტემები, რომლებიც მათ ეხმარებიან ყალბი ინფორმაციის საქართველოში გასავრცელებლად. 77 ათასი დოლარია დახარჯული ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რუსეთიდან იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სიყალბის გავრცელებაში დაეხმარონ. იმ სიცრუის ტირაჟი ხომ აღარ გყოფნით რასაც აქ აკეთებთ, ტროლებისა და ბოტების ქარხანა გაქვთ აწყობილი და ყალბ რეალობას ქმნით საქართველოში. ესეც არ გყოფნით და ახლა მხარდასაჭერად რუსები გამოიძახეთ, რომ ცრუ ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს? ეს არის თქვენი სახე? ეს არის ხალხზე ზრუნვა? რატომ არ გადიხართ ქუჩაში, რომ ადამიანებს ჰკითხოთ თუ სად არის რეალურად პრობლემა?

რამდენი მტკიცებულება უნდა ავიღოთ, თქვენი რუსეთთან კავშირების დასამტკიცებლად. პირდაპირ სახელმძღვანელოებს იღებთ რუსეთის სამსახურებისგან. მტრად აცხადებთ ევროპასა და ამერიკას, შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მძიმე დარტყმა მიაყენეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და აქეთ თურმე ყალბი ანგარიშები გაქვთ რუსეთში და იქიდან ხარჯავთ საქართველოში ფულს, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ და რეალობა გააყალბოთ. ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერი ამ სიყალბის დასრულების დღეა და საქართველომ უნდა დაიწყოს ევროკავშირისკენ განვითარება, ამისთვის წინსვლა და ერთიანობა გვჭირდება, ინვესტიციების მოზიდვა, ის 14 მილიარდი ევრო რასაც ევროპელები გვთავაზობენ უნდა მოვიტანოთ, რომ წავიდეთ წინ. „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ! თუ რუსეთში გინდათ წასვლა წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა