ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

Politico - აშშ ღიაა, კიევს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გაუგზავნოს

ნახვები: 510 Politico - აშშ ღიაა, კიევს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გაუგზავნოს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა იმისთვის, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინაში რაკეტების გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თეთრი სახლი ახლა ამ საკითხზე კომპლექსურ დეტალებს ამუშავებს.

JASSM რაკეტების გაშვება F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებიდანაა შესაძლებელი. ამ რაკეტას შეერთებული შტატები საბრძოლო ოპერაციებში უკიდურესად იშვიათად იყენებდა და მხოლოდ ვაშინგტონის რამდენიმე ახლო მოკავშირეს გადაეცა. პოლონეთს, ავსტრალიასა და ფინეთს უკვე აქვთ ეს იარაღი, ხოლო იაპონიამ და ნიდერლანდებმა რაკეტების შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ივლისში მოაწერეს ხელი და მათი მიწოდება უახლოეს წლებში იგეგმება. JASSM რაკეტების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ გერმანია, საბერძნეთი, რუმინეთი და დანია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა