დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს - დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის
ემანუელ მაკრონი - ჰორმუზის სრუტის გახსნას სწორი მიმართულებით მივყავართ
კაია კალასი - ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს
ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!
ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება
ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა

უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია

16.08.2024 ნახვები: 465

უკრაინას, რა თქმა უნდა, შეუძლია გაიმარჯვოს, - ასე შეაფასა გერმანიის შეიარაღებული ძალების (ბუნდესვერის) გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით არსებული ვითარება.

„სწორედ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი შეტევითი ოპერაციის მაგალითზე ვხედავთ, რომ უკრაინას შეუძლია, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა, მიაღწიოს წარმატებას და მნიშვნელოვანი ტკივილი მიაყენოს რუსეთს. ვფიქრობ, ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ უკრაინულ ჯარებს ჰქონდეთ ნება და უნარი, მიაღწიონ წარმატებას ამ ომში და მოიგონ ის“, - აღნიშნა ბუნდესვერის გენერალმა.

კითხვაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში, გენერალმა უპასუხა, რომ ეს თავად უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ.

„აშკარაა, რომ უკრაინის პოლიტიკური მიზანია ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ 1991 წლის საზღვრებში. ჩემი შეფასებით, უკრაინელები არ ფიქრობენ, რომ ამას 2024 წლის ბოლომდე მიაღწევენ, მაგრამ მიზანი უნდა იყოს, რომ მათ ჰქონდეთ სამხედრო შესაძლებლობები, რათა დროთა განმავლობაში მიაღწიონ ამ მიზანს“, - აღნიშნა კრისტიან ფროიდინგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა