ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

ნახვები: 534 გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს.

ამასთან, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანია „ტერმინალ 1-ის" დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის წინასწარი შედეგითაც მათ დაუშვებლად მიაჩნიათ კუნძულის მშენებლობა - მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.

„კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მიმავალი საზღვაო ნავთობტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა „ამბასადორ ბათუმი აილენდისთვის“ ქონების გადაცემის პირობები. აქვე თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მხრივ ინტენსიურად და ქაოსურად მიმდინარეობს ინერტული მასალების ჩაყრა. შპს „ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“,- აღნიშნულია შპს „ტერმინალ 1“-ის დირექტორის წერილში, რომლითაც მან გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და რომელსაც რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალურ წერილში, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს და რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი „ამბასადორ ბათუმი აილენდს“ წერილით მიმართავს, რომ დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის შესაბამის უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების შესახებ) წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე.

„ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ 2024 წლის 22 ივლისს წარმოდგენილია N7434 წერილი, რომლის მიხედვით „შპს „ტერმინალ 1“-ს არ გააჩნია ურთიერთშეთანხმება შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“.

ამასთან, შპს „ტერმინალ1“-ს არ შეუტანია ცვლილება დაგეგმილ პროექტში“. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „შპს „ტერმინალ 1“ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი 2024 წლის 31 ივლისის N22764 წერილი, რომელსაც თან ახლავს კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასება, სადაც მოცემულია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში შპს „ტერმინალ 1“-ის ფუნქციონირების სირთულეები და რისკები“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა