მიხეილ სააკაშვილი - არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ - არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ
კაია კალასი - უკრაინას ყველაფრით დავეხმარებით, რაც სჭირდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
სუს - დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია „ენგურჰესში“ შემავალი, „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პაატა ბურჭულაძე - არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარების 4 ოქტომბრის გარშემო
აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit

ნინო წილოსანი - თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი

16.07.2024 ნახვები: 490

თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი - მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი და იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის, - ასეთია დეპუტატ ნინო წილოსანის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე.

წილოსანის განცხადებით, „ის, რომ ზურაბიშვილთან თავმოყრილი ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარებს და ეს ფაქტი ერთადერთი პოზიტიურია ამ ყველაფერში.

ჩვენ კანონს სრული ლოგიკურობით, არგუმენტებით და იურიდიული და სამართლებრივი დადასტურებით დავიცავთ. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო თავის ჭრილში დაინახავს იმ მოტივაციას და ფაქტორებს, რომლის შესაბამისადაც ჩვენ ეს კანონი მივიღეთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებას და საბოლოოდ გაუქმებას მოითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა