ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

არგენტინის ნაკრებმა კოლუმბიას დამატებით დროში სძლია და კოპა ამერიკა ზედიზედ მეორედ მოიგო

ნახვები: 534 არგენტინის ნაკრებმა კოლუმბიას დამატებით დროში სძლია და კოპა ამერიკა ზედიზედ მეორედ მოიგო

კოპა ამერიკა 2024-ის ფინალში არგენტინის ნაკრებმა კოლუმბია დამატებით დროში 1:0 ლაუტარო მარტინესის გოლით დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო ტიტული ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო.

მატჩი მაიამიში ჩატარდა. შეხვედრის დაწყების წინ რამდენიმე ინციდენტი იყო, გულშემატკივრები სტადიონზე დროულად შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც თამაში დაგვიანებით დაიწყო.

ორივე გუნდი მატჩის მიმდინარეობისას ბევრს ცდილობდა, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. 66-ე წუთზე არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მოედანი ტრავმის გამო დატოვა და მოედანზე ნიკო გონსალესი შევიდა.

საბოლოოდ, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებითი დროის პირველ ტაიმში შეხვედრაში „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ჩაერთო, რომელმაც 112-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსოს გადაცემით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს გახლდათ მისი მეხუთე გოლი ამ კოპა ამერიკაზე, რითიც მარტინესი ტურნირის ბომბარდირი გახდა.

ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა არგენტინამ ტიტულის დაცვა მოახერხა, „ალბისელესტემ“ კოპა ამერიკა 2019 წელს ბრაზილიაშიც მოიგო, საერთო ჯამში კი, მეთექვსმეტე ტიტული ამ ქვეყნისთვის სარეკორდოა – არგენტინელებმა ურუგვაის გაასწრეს, რომელთაც ეს ჯილდო ისტორიაში თხუთმეტჯერ აქვთ მოპოვებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა