ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ნახვები: 534 ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და მოქალაქეებმა არჩევანი რეფორმატორ მასუდ პეზეშკიანსა და მკაცრი კურსის მიმდევარ საიდ ჯალილს შორის უნდა გააკეთონ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ყოფილი კარდიოქირურგი მასუდ პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს. ის ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება.

მასუდ პეზეშკიანის კონკურენტი, საიდ ჯალილი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და ირანის ყველაზე რელიგიურ თემებში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, ცნობილია მკაცრი ანტიდასავლური პოზიციითა და ბირთვული შეთანხმების აღდგენის წინააღმდეგობით, რომელმაც, მისი თქმით, გადალახა ირანის „წითელო ხაზები“.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპვის გამო დაინიშნა. მეორე ტური მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 40% იყო, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა