War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს
ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს

ოლაფ შოლცი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდეს

ნახვები: 535 ოლაფ შოლცი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფედერალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შორის სრულ ერთიანობას ხედავს.

ვიტენბერგში, ამ მიწების მთავრობების მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ, შოლცმა განაცხადა, რომ შარშან "შორსმიმავალი გადაწყვეტილებები" მიიღეს, რომელიც ძალაში მალე შევა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს“, - განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა გერმანიაში მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე.

საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა, რაინერ ჰაზელოფმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას ვოლმირშტედტში დანით განხორციელებულმა თავდასხმამ აჩვენა, რომ დეპორტაციის პრაქტიკაზე სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.

„ხალხი ახლა თავს დაცულად არ გრძნობს“, - აღნიშნა რაინერ ჰაზელოფმა.

ამასთან, მისი თქმით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ მემარჯვენე პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აღმოსავლეთ გერმანიაში ყველაზე გავლენიანი პარტია გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა