ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

რომან გოცირიძე - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს ახლა, როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს

ნახვები: 533 რომან გოცირიძე - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს ახლა, როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს

საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არავითარი ვალდებულება არ აქვს, ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით ბრძანებები ვინმეს მითითებით გამოსცეს.

„კალაძე დღეს არ არის ფეხბურთელი. ის არის ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ მოქმედი ქალაქის მერი და „ქართული ოცნების“, აი, ამ „რუსული პარტიის“ გენერალური მდივანი და ნუ ინტრიგანობს, ნუ შემოაქვს დაპირისპირება სპორტულ სამყაროსა და პრეზიდენტს შორის. არავითარი ვალდებულება არ აქვს პრეზიდენტს, ვინმეს მითითებით გამოსცეს ბრძანებები და დააჯილდოვოს ორდენით. ეს არის მისი პერსონალური პრეროგატივა და არავითარი სიების წარდგენა მთავრობისგან საჭირო არ არის.

ყოველდღიურად რომ აკომენტარებენ ამ ფეხბურთზე მთავრობის წევრები, თითქოსდა, ისინი თამაშობდნენ მოედანზე და თითქოსდა, მათი დამსახურებაა ეს. კობახიძე რომ ჩავიდა და დაღვრემილი სახეებით რომ ისხდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რატომ უშლის ხელს სამწვრთნელო პროცესს? რა საჭიროა გუნდთან ჩასვლა, რომელიც უნდა იყოს თამაშზე ფოკუსირებული და არა იმაზე, თუ რა კომენტარი მისცეს ამა თუ იმ ტელევიზიას.

საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი. მაგალითად, როდესაც ხარი მუშაობა, ხნავს, ოფლიანი, დაღლილი მოდის სახლში, შემოაჯდება რქაზე ბუზი და ამაყად რომ განაცხადებს, “ოჰ ერთად ვშრომობდითო". ამ მშრომელი ხარის რქაზე წამომჯდარი ბუზია მთავრობა, რომელიც სპეკულირებს ჩვენი მართლაც მაგარი წარმატებით. შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც „ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.

აღნიშნულს შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდანაც. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილოდებას უკავშირდება, "უამრავი ადამიანია გამოტოვებული და ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა