ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ

ნახვები: 534 ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს არაფორმალურ შეხვედრაზე ბლოკის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცების საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე -ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტს არჩევნებში გაიმარჯვა.

ამასთან, ევროპული საბჭოს მომავალი ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატებს შორის არის პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, სავარაუდოდ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ჩაანაცვლებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს კი მოქმედი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა შეინარჩუნებს.

ევროკავშირის ლიდერები, დღეს, სავარაუდოდ, პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ, 27-28 ივნისს კი ეს შეთანხმება ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად დადასტურდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა