War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს
ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დავდგეთ ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე

ნახვები: 535 ურსულა ფონ დერ ლაიენი - საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დავდგეთ ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე

ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დავდგეთ ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალური სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის გაყინვა დღეს, როდესაც უცხოური ჯარები უკრაინის მიწას იკავებენ, არ არის გამოსავალი.

„ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა დავეხმაროთ სასტიკი და უსამართლო ომის დასრულებას, კონფლიქტის, რომელმაც შეიწირა სიცოცხლეები და დევნილი გახადა მილიონობით ადამიანი. რუსეთის აგრესიული ომის გამოძახილი მთელს მსოფლიოში ისმის. ელექტროენერგიის ფასები გაიზარდა, საკვები პროდუქტების ფასები გაიზარდა და ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის. არის თუ არა სწორი, რომ უფრო დიდ ქვეყანას შეუძლია, შეიჭრას და წაართვას ტერიტორია უფრო პატარა მეზობელ ქვეყანას? პასუხი, რა თქმა უნდა, არაა. ეს წერია გაერო-ს წესდებაში. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ. კონფლიქტის გაყინვა დღეს, როდესაც უცხოური ჯარები უკრაინის მიწას იკავებენ, არ არის გამოსავალი. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც აღადგენს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობა, უნდა დავდგეთ ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ასე ვხსნით გზას მშვიდობისკენ. ჩვენ ვხსნით გზას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა