ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ნახვები: 554 სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც თავად ნიკო მანაგაძემ აღნიშნა, მას თავს რამდენიმე ადამიანი დასხა და თავის არეში გამიზნულად ურტყამდნენ. 

„ლექციიდან გამოვდიოდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს, როცა ავტობუსის გაჩერებისკენ მოვდიოდი, უკნიდან ჩარტყმა ვიგრძენი. არც დამინახავს, რომ შევბრუნდი, ბუნებრივია, მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა, ის ჩანთაც ავიღე და ისე ვცდილობდი თავდაცვას. ამის შემდეგ მეორე, მესამე, კიდევ რამდენიმე პირი მოვიდა, ალყაში ვიყავი, არც მახსოვს რამდენი იყვნენ. სახეზეც არ მახსოვს ეს ხალხი, პირდაპირ თავში, გამიზნულად მირტყამდნენ“, - განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.

 IPN

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა