ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

კახა კალაძე - ამერიკის ვიზა არ მაქვს და წასვლის სურვილიც არ მაქვს - ამ სანქციების არავის ეშინია

ნახვები: 533 კახა კალაძე - ამერიკის ვიზა არ მაქვს და წასვლის სურვილიც არ მაქვს - ამ სანქციების არავის ეშინია

არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ, ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ - ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ამერიკის მხრიდან დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა.

კალაძის თქმით, სანქციების არავის არ ეშინია.

„კიდევ ერთხელ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენ გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ამ ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის არ ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ეს არის არასერიული, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელია. ჩვენი პოლიტიკა გაცხადებული გვაქვს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მეგობრებისთვის. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს, იყოს ნამდვილი ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.

შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი მაინც, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული? რაში გამოიხატება ევროინტეგრაციის [ძირის გამოთხრა?] სანქციებზე საუბარი ღიმილისმომგვრელია. არ ვიცი, შეიძლება 100 იყოს ან 200 დასანქცირებული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის რაც სამწუხაროდ უკრაინაში ხდება.

ვიღაცისთვის შეიძლება სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი.

ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს. არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ. სანქციების საბაბი არ არსებობს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება სანქციები ამერიკის მიერ სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაზე, კალაძემ აღნიშნა, რომ “დაფინანსების უდიდესი ნაწილი, თანხის 80% მიდის მაგათი, ამერიკის აგენტურის დაფინანსებაში”

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა