ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ
მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა

07.06.2024 ნახვები: 518

„ქართული ოცნების“ ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა - როგორც ჩანს, აქამდე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანაგუნდელებს უმტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნებოდა, რასაც იმეორებდა ქალაქის მერიც და მათ ნახეს, რომ სანქციები რეალურად დადგა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ამერიკის სანქციები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე.

„ქართული ოცნების” ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა, რაც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის შექმნა. გარდა იმისა, რომ იმ ხელისუფლების სანქცირებულ ქვეყანაში, რომელსაც „ღირსებით მიჰყავდა” ქვეყანა ევროპისკენ, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა თუ რა მძიმე მოცემულობაში ჩააყენეს მათ ქართველი ხალხი. სანქციები ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დემოკრატიის და ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. მიუხედავად თვენახევრიანი დიალოგისა ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნონ. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აქცენტი კონსტიტუციიდან გასვლაზე სწორედ ამას გულისხმობს. შესაბამისად, სანქციების მეშვეობით იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიულ და ევროპული კურსის სადარაჯოზე. ეს არის დამატებითი გზავნილი “ქართული ოცნებისთვის”, რომ ქვეყანა ბოლომდე ავტორიტარიზმისკენ არ წაიყვანოს. ასევე გაფრთხილება, რომ თუ “ოცნება” კიდევ გააგრძელებს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, მოჰყვება დამატებითი სანქციები, რაც ქვეყანაში საკმაოდ დიდი არასტაბილურობის შემქმნელი პროცესია ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებულია და ქვეყანაში, რომლის ცივილიზაციური არჩევანი ევროპაა. ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება”, - აღნიშნა აქუბარდიამ.

აქუბარდიას თქმით, “ქართული ოცნების” ქმედებები აჩვენებს, რომ მათ არც საერთაშორისო პოლიტიკის ესმით და არც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აღელვებთ.

„როგორც ჩანს, აქამდე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანაგუნდელებს იმტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნებოდა. ამას იმეორებდა ქალაქის მერიც და მათ ნახეს, რომ სანქციები რეალურად დადგა. ეს აჩვენებს, რომ მათ არც საერთაშორისო პოლიტიკის ესმით და არც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აღელვებთ. ძალაუფლების შენარჩუნებას გადააყოლეს ამ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი და დემოკრატიის ბედი”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა