War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს
ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს

მამუკა ხაზარაძე - აშშ მოქმედებაზე გადავიდა, მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა

ნახვები: 535 მამუკა ხაზარაძე - აშშ მოქმედებაზე გადავიდა, მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა

ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, უფრო დააზიანებს ქვეყანას.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა.

ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის!

თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც უფრო დაშორდება დემოკრატიას "ოცნების" ხელისუფლება და მეტად დაუახლოვდება რუსეთს, სულ უფრო დააზიანებს ქვეყანას და ჩვენს საერთაშორისო ინტერესებს. ეს დაუშვებელია! ეს მომავლის ღალატია!

ამიტომ, ახლა ჯერი ისევ ჩვენზეა - კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ოქტომბერში გამარჯვება საბოლოოდ გავაფორმოთ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა