ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტი იქნება გარდამტეხი პროექტი იმისთვის, რომ მისი განხორციელებით სრულფასოვანი კონკურენტული გარემო შევქმნათ - ეს არის ჩვენი ამოცანა

ნახვები: 553 ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტი იქნება გარდამტეხი პროექტი იმისთვის, რომ მისი განხორციელებით სრულფასოვანი კონკურენტული გარემო შევქმნათ - ეს არის ჩვენი ამოცანა

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ზღვის პორტები ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია დერეფნის კონტექსტში, რადგან როდესაც გვაქვს სრულფასოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა და პორტები, მაშინ გვაქვს სრულყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო და კონკურენცია, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთის პორტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, კონკურენციის ნაკლებობა, ზოგადად, განვითარების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია, მათ შორის საზღვაო მიმართულებით და ეს დერეფანს არ წაახალისებს. 

„იცით, რომ საკმაოდ მაღალი ფასები გვქონდა და აქედან გამომდინარე, ტვირთმფლობელების მხრიდან იყო ბევრი უკმაყოფილება, შესაბამისად, ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის პროექტი იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ სრულფასოვან კონკურენტულ გარემოს შევქმნით მისი განხორციელებით. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ფოთის პორტის გაფართოება-მოდერნიზების პროცესს.

„რამდენიმე წლის წინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, როცა ახალი საპორტო ერთეული გაჩნდა ფოთში, იქ ახლაც მიმდინარეობს მოდერნიზაცია და საინვესტიციო პროექტები. უფრო დიდი გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები და ალბათ დიალოგი გაგრძელდება ისეთი მოდელის შესარჩევად, რომელიც სახელმწიფოსთვისაც იქნება სასარგებლო და ინვესტორისთვისაც", - განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა