ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უმრავლესობას - კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ! რაზე უნდა გიპასუხოთ, როცა მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს?

ნახვები: 551 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უმრავლესობას - კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ! რაზე უნდა გიპასუხოთ, როცა მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს?

როცა მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს, ამით იწყებთ [კითხვის დასმას], რად გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი კითხვაზე?! - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის“ გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ის იმ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, სადაც მას რადიკალური ოპოზიციის წევრობას აბრალებენ, პრეზიდენტს კი რეზიდენტად მოიხსენიებენ.

„როდესაც თქვენ ითხოვთ პატივისცემას საკონსტიტუციო ორგანოების მიმართ, ამ დროს თქვენ კითხვას იწყებთ, რომ „გასაგებია, თქვენ წარმოადგენთ რადიკალურ ოპოზიციას“, მომმართავთ მე და მეუბნებით, რომ „რეზიდენტი, რომელმაც თქვენ გამოგგზავნათ“... მხოლოდ ამის შემდეგ მისვამთ კითხვას. თქვენი გუნდის წევრებისგან იყო ნათქვამი ასეთი ფრაზები, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ! რაზე უნდა გიპასუხოთ, როცა მე მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს? ამით იწყებთ [კითხვის დასმას]. რად გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი კითხვაზე?! ასევე, გაუგებარია, რატომ ჩაკეტა პრეზიდენტმა მოლაპარაკებების გზა, პარლამენტმა რატომ არ გამოიყენა ეს გზა და რატომ ჩატარდა ეს განხილვები ამ წესით? ამას ჰქვია რუსული წესი. რაც შეეხება ნინო წილოსანს, გუშინ უჩას [აბაშიძე] კადრები გითქვამთ და ბუჩა გავიგე. ვერაფრით დავაკავშირე ბუჩას კადრები კანონთან, მერე უჩა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. და შემდეგ იმ კადრებში ვარ თუ არა ან საიდან უნდა ვიცოდე და თქვენ ხომ არ იცით შემთხვევით ვარ თუ არა?“ - განაცხადა მსხილაძემ.

ამასთან, როგორც მსხილაძეს, უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა უპასუხა, მას საკუთარ გამოსვლაში სიტყვა რეზიდენტი არ უხსენებია.

„არცერთგან მე სიტყვა რეზიდენტი არ მიხსენებია და თქვენს დამსაქმებელს რეზიდენტს ვინც არქმევდა, ეს ადამიანები არიან. თუ ამაზე გაქვთ პასუხი, მაშინ ამ ადამიანებს გაეცი პასუხი“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა