ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others

სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძემ ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო ისევ ომში დაადანაშაულა

ნახვები: 538 სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძემ ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო ისევ ომში დაადანაშაულა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი სამარცხვინოს უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, კობახიძემ ჯარის წინაშე სახელმწიფო ომში კვლავ დაადანაშაულა.

„მსგავსი სამარცხვინო სიტყვა, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ თქვა დღეს, არ მახსენდება. ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო დაადანაშაულა ისევ ომში. აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული რეჟიმი. საერთაშორისო სანქციების დაწესება სწორია, მაგრამ დამოუკიდებელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოუტანოს ამ მოღალატე რეჟიმს საბოლოო განაჩენი. ეს უკანასკნელი 26 მაისია, რომელსაც საკუთარი მთავრობისგან თავზე ლაფის დასხმით ხვდება ჩვენი ერი“, - წერს სამადაშვილი „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა