ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

მამუკა მდინარაძე - არჩევნების შემდეგ აღარ იქნება „რუსული კანონი“, გაუნათდება ყველას გონება და მიხვდება, რომ ქართულია?

12.05.2024 ნახვები: 519

სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო - არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მდინარაძის შეფასებებით, პრეზიდენტმა „მეორე საოცრება“ თქვა, არჩევნების შემდეგ კანონის ამოქმედების გადატანაზე.

„სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.

მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია - ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო - ეს თქვა ფაქტობრივად.

P.S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, “პრეზიდენტმა“,- წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ, ჩემი იმედი ნუ გექნებათ! - გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა